პიცის ნაძვისხე
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
• 1 ცალი ქართული კეტჩუპი (კლასიკური ან ცხარე)
• 1 ჭიქა გახეხილი ყველი
• 1/2 ჭიქა დაჭრილი პეპერონი
• 1 პიცის ცომი
• 1 ს/კ ნებისმიერი სპრედი
• 1 ს/კ გახეხილი პარმეზანი
• 1/4 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
გააცხელეთ ღუმელი (220°C)-ზე. საცხობ ფორმას წაუსვით ოდნავ ცხიმი. საშუალო ჭურჭელში შეურიეთ კეტჩუპი, გახეხილი ყველი და პეპერონი;
პიცის ცომი დაჭერით 24 ოთხკუთხედ ნაჭრად. თითოეულზე მოათავსეთ გამზადებული შიგთავსი (ეცადეთ, ცოტა მოიტოვოთ) და კარგად მოუკარით თავი. ბურთები საცხობზე ისე განათავსეთ, რომ მიიღოთ ხის ფორმა. წაუსვით ზემოდან სპრედი, მოაყარეთ პარმეზანი და ნივრის ფხვნილი. აცხვეთ 15-20 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
დარჩენილი შიგთავსი გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში და გამომცხვარი პატარა პიცები ამ ცხელ სოუსთან ერთად მიირთვით.