0
კალათაში დამატებულია
ge
ge en

ჩვენი უპირატესობები

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა გამორჩეული პროდუქტის უკან ხარისხიანი ინგრედიენტები და პროფესიონალების თავდადებული შრომა დგას
ხარისხის კონტროლი
უწყვეტი ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს ჩვენი პროდუქციის სტაბილურობას და საიმედოობას
თანამედროვე აღჭურვილობა
თანამედროვე საწარმოო აღჭურვილობის გამოყენება აჩვენებს, რომ კომპანია იცავს წარმოების მაღალ სტანდარტებს და ფეხს უწყობს ტექნოლოგიურ პროგრესს
პროდუქტების განვითარება
თითოეული რეცეპტი ჩვენს ტექნოლოგებთან ერთად მუშავდება და წარმოებაში მხოლოდ მრავალჯერადი დეგუსტაციისა და ტესტირების შემდეგ გადადის — სწორედ ამიტომ გემო ყოველ პარტიაში ერთნაირია
საერთაშორისო სტანდარტები
ჩვენი წარმოება აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და ფლობს სერტიფიკატს HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემის დანერგვისთვის

ისტორია

ჩვენ 2014 წლიდან ვაწარმოებთ მაიონეზსა და კეტჩუპს. ამ ეტაპზე იწარმოება მაიონეზი „პროვანსალი“, მაიონეზი „სამარხვო“, მაიონეზი „პროფესიონალი“, მაიონეზი „კულინარი“, კლასიკური კეტჩუპი და ცხარე კეტჩუპი.

თითოეული რეცეპტი ჩვენს ტექნოლოგებთან ერთად მუშავდება და წარმოებაში მხოლოდ მრავალჯერადი დეგუსტაციისა და ტესტირების შემდეგ გადადის — სწორედ ამიტომ გემო ყოველ პარტიაში ერთნაირია.

საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. წარმოების პროცესი მუდმივად გადის ხარისხის კონტროლს.

ჩვენი წარმოება ფლობს სერტიფიკატს HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემის დანერგვისთვის. საწარმოო პროცესები დოკუმენტირებულია ISO 22000:2018 სტანდარტის ფორმატში.

12 წლის განმავლობაში არცერთი შეკვეთა არ ჩაგვიშლია. კვების ობიექტისთვის სწორედ ეს არის მთავარი — სამზარეულო მომწოდებლის შეფერხებას ვერ იტანს.

SANS GROUP-ის ისტორია მოიცავს თანამშრომლობას კვების ობიექტებთან, სხვადასხვა პოპულარულ სავაჭრო ქსელთან და, რაც განსაკუთრებით საამაყოა ჩვენთვის, ქართულ ჯართან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მარაგდებოდა ჩვენი პროდუქციით.

ჩვენი გუნდი

    ანზორ ონაშვილი — საწყობის მენეჯერი, სანს გრუფ საწყობის მენეჯერი ანზორ ონაშვილი
    ბესო ცხადიაშვილი — წარმოების მენეჯერი, სანს გრუფ წარმოების მენეჯერი ბესო ცხადიაშვილი
    დავით გულუაშვილი — ლოჯისტიკის ოფიცერი, სანს გრუფ ლოჯისტიკის ოფიცერი დავით გულუაშვილი
    გაიოზ არევაძე — წარმოების სუპერვაიზერი, სანს გრუფ წარმოების სუპერვაიზერი გაიოზ არევაძე
    გიორგი ჩახვაშვილი — საწარმოო პროცესების სუპერვაიზერი, სანს გრუფ საწარმოო პროცესების სუპერვაიზერი გიორგი ჩახვაშვილი
    მარიამ ჩუბინიძე — მარკეტინგის მენეჯერი, სანს გრუფ მარკეტინგის მენეჯერი მარიამ ჩუბინიძე
    უჩა არევაძე — ოპერაციების მენეჯერი, სანს გრუფ ოპერაციების მენეჯერი უჩა არევაძე

ჩვენი პარტნიორები

    სანს გრუფის პარტნიორი — 2 ნაბიჯი
    სანს გრუფის პარტნიორი — ნიკორა
    სანს გრუფის პარტნიორი — Tashir Pizza
    სანს გრუფის პარტნიორი — Pizza di Roma
    სანს გრუფის პარტნიორი — დელფუდი
    სანს გრუფის პარტნიორი — Ronny's