0
კალათაში დამატებულია
ge
ge en

კვების ობიექტებს — საბითუმო მიწოდება

2014 წლიდან ვამარაგებთ რესტორნებს, პიცერიებს, სასადილოებსა და საცალო ქსელებს. 12 წლის განმავლობაში არცერთი ჩავარდნილი შეკვეთა.

რატომ ჩვენ

12 წელი, არცერთი ჩაშლილი მიწოდება

კვების ობიექტისთვის მთავარი კითხვა არ არის „რა ღირს“. მთავარი კითხვაა „მოვა თუ არა ხვალ“. 2014 წლიდან დღემდე არცერთი შეკვეთა არ ჩაგვიშლია.

HACCP-სერტიფიცირებული წარმოება

საწარმო სერტიფიცირებულია HACCP-ით (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები). საწარმოო პროცესები დოკუმენტირებულია ISO 22000:2018 სტანდარტის ფორმატში.

საკუთარი ლაბორატორია

ხარისხის კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე — საკუთარი ლაბორატორიითა და ხარისხის კონტროლის მენეჯერით. ყოველი პარტია მოწმდება ჩამოსხმამდე.

ვაკუუმში დამზადება

მაიონეზი ვაკუუმში მზადდება. ეს აძლევს პროდუქტს ერთგვაროვან ტექსტურასა და სტაბილურ გემოვნურ თვისებებს პარტიიდან პარტიამდე.

რას ვამარაგებთ

მაიონეზი — ოთხი ხაზი, ოთხი დანიშნულებისთვის

ხაზი რისთვის ცხიმიანობა ფორმატი
პროვანსალი კლასიკური გემო, სალათები, სენდვიჩები 61.6 გ/100 გ 200 მლ · 800 გ · 5 კგ
სამარხვო უკვერცხო — მარხვის მენიუ, ვეგეტარიანული პოზიციები 48 გ/100 გ 200 მლ · 800 გ · 5 კგ
პროფესიონალი შემცირებული ცხიმიანობა, დიდი მოცულობა 37.4 გ/100 გ 5 კგ
კულინარი ცხელი კერძები, სოუსების ბაზა 51 გ/100 გ 5 კგ

კეტჩუპი — ორი ხაზი

ხაზი რისთვის ფორმატი
სამწვადე მწვადი, ბურგერი, პიცა 200 გ · 10 კგ
ცხარე ჩილის არომატით, ცხარე მენიუსთვის 200 გ · 10 კგ

რომელი ფორმატი თქვენთვის

  • 200 მლ დოიპაკი — ინდივიდუალური სერვირება, დელივერი, ლანჩ-ბოქსი
  • 800 გ — მცირე ობიექტი, კაფე, საოჯახო რესტორანი
  • 5 კგ ვედრო — რესტორნის სამზარეულო, ყოველდღიური მოხმარება
  • 10 კგ ვედრო (კეტჩუპი) — მწვადის სახლი, პიცერია, ქსელური ობიექტი

ვისთან ვმუშაობთ

გვამარაგებს როგორც საცალო ქსელები, ისე კვების ობიექტები:

2 ნაბიჯი · ნიკორა · Tashir Pizza · Pizza di Roma · დელფუდი · Ronny’s

როგორ დავიწყოთ

დაგვიკავშირდით და პირობებს მოგამზადებთ. მიუთითეთ ობიექტის დასახელება, სასურველი პროდუქცია და სავარაუდო თვიური მოცულობა — ასე ფასსა და პირობებს მაშინვე გამოგიგზავნით.

მინიმალური პარტია

  • 200 მლ — 40 ცალი
  • 800 გ — 6 ცალი
  • 5 კგ — 1 ცალი

რეგულარული გრაფიკი

შეგიძლიათ დააფიქსიროთ მიწოდების პერიოდულობა — კვირაში ერთხელ, თვეში ორჯერ ან თვეში ერთხელ. აღარ დაგჭირდებათ ყოველ ჯერზე შეკვეთის გახსენება.

გადახდა

საიტიდან შეკვეთისას — VISA და Mastercard. მუდმივ პარტნიორებთან — ინდივიდუალური პირობებით.

ტელეფონი: +995 591 10 10 60  ·  ელ.ფოსტა: info@sans.ge

დაგვიკავშირდით →